ჭოტიაშვილების ოჯახი

მოკლე ინფორმაცია ოჯახის ისტორიის შესახებ

მე-18 საუკუნის დასაწყისში, ჭოტიაშვილების დიდმა წინაპარმა ბინა დაიდო ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტას მარჯვენა სანაპიროზე გაშენებულ სოფელ სანიორეში. იმ დროიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე, იმართებოდა რთველი და ღვინო ქვევრებში იწურებოდა. ვაზისა და ვენახის დიდი სიყვარულით, აგერ უკვე მეექვსე თაობა, წინაპრების ტრადიციებს აგრძელებს.
 
 
დღეს, ოჯახურ საქმეს კახა და უჩა ჭოტიაშვილები უდგანან სათვეში. მეღვინისა და ტექნოლოგის პასუხისმგებლობა უმცროს ძმას, კახა ჭოტიაშვილს აქვს აღებული. მან, მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა, ღვინის ტექნოლოგიის მეცნიერული კვლევებითა და მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით გაამდიდრა.

2002 წლიდან ძმებმა გადაწყვიტეს აესრულებინათ დიდი ხნის ჩანაფიქრი და არსებულ ვენახებს იშვიათი საღვინე ჯიშის ყურძნის ჯიშებიც შემატეს. ასე შეიქმნა პირველი საცდელი ამპელოგრაფიული ნაკვეთები. დროთა განმავლობაში მომწიფდა იმის აუცილებლობა, რომ მომხდარიყო საოჯახო მეურნეობის მასშტაბირება და მიღებული შედეგების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა.
2013 წელს ოჯახური მეურნეობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ კომპანიად, „საწნახელი“, ჩამოყალიბდა და ტრადიციული ტექნოლოგიებით ქვევრში დაყენებული კომპანიამ ბაზარზე გაიტანა.

ჭოტიაშვილების მარანში ღვინის დაყენება ნიადაგის მოვლით იწყება და ბოთლში ჩამოსხმით სრულდება. წარმოებაში ოჯახის ყველა წევრია ჩართული და სამუშაო ეტაპები მკაცრად კონტროლდება. ჩამოსხმული ღვინოების სარეალიზაციოდ დაშვება, მხოლოდ და მხოლოდ, კახას მიერ შემოწმებისა და ხელმოწერის შემდეგ ხდება.

დაუღალავმა შრომამ, საქმისადმი უდიდესმა სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ გახადა შესაძლებელი ჭოტიაშვილების მარნის ღვინოებს, სხვადსხვა პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებზე, უმაღლესი შეფასებები და ჯილდოები მიეღო.
 
კახა ჭოტიაშვილი

კახა ჭოტიაშვილი

ჩვენ ვქმნით ტრადიციულ მეღვინეობას, ყველაფერს ხელით ვამზადებთ, ეტიკეტებზე წარწერებიც კი ხელით ივსება. ჩვენ, რთული გზა ავირჩიეთ - არ ვმუშაობთ რაოდენობაზე, ვამზადებთ ცოტას და ხარისხიანს. თავიდანვე, მთავარი მიზანი, იშვიათი ვაზის ჯიშების აღდგენა და მოშენება იყო. რქაწითელისა და საფერავის გვერდით, გვაქვს კახური მცვივანის, თავკვერის, ხიხვის, ქისის, მწვანის ჯიშის ყურძნები. ვაწარმოებთ წითელ, ვარდისფერი, თეთრ და ქარვისფერი ღვინოებს.
უჩა ჭოტიაშვილი

უჩა ჭოტიაშვილი

ქვევრში ღვინის დაყენება ჩემთვის ნამდვილი ხელოვნება და დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არ უნდა დავკარგოთ და მომავალ თაობებს უ ნდა გადავცეთ. ჩვენნაირი პატარა წარმოება რაც უფრო ბევრი იქნება, ხარისხი არ დაიკარგება და უცხოეთშიც უკეთესი რეპუტაცია გვექნება. ქართული მეღვინეობის პოტენციალს, სწორედ ასეთი, მცირე მეწარმეების და მაღალხარისხოვანი ღვინოების განვითარებით ვხედავ.