ვენახები

ვენახები მდებარეობს კახეთის რეგიონში, ალაზნის ველის მარცხენა სანაპიროზე, კავკასიონის მთის კალთაზე, მდინარე ლოპოტასა და სტორის მახლობლად. აღნიშნული ტერიტორია ხასიათდება სპეციფიკური მიკროკლიმატით და ფართოდ ცნობილია ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, განსაკუთრებით კი, საფერავითა და რქაწითელით.


ვენახები ზღვის დონიდან დაშორებულია 420 – 450 მეტრით. საეთო ჯამში აერთიეანებს 12 ჰექტარს, რომელზეც გაშენებულია 40 საღვინე ყურძნის ჯიშზე მეტი. აქედან, წარმოებაში არის:

12 ქართული: რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, ჩიტის თვალა, კახური მცვივანი, თავკვერი, საფერავი, ბუდეშურისებური საფერავი, მუსკატური რქაწთელი (თბილისური), გძელმტევანა, მხარგრძელი.

2 ევროპული: მონტეპულჩიანო და შირაზი.


დანარჩენი ყურძნის ჯიშები ამპელოგრაფიულ ნაკვეთს ეკუთვნის და მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. ისინი, ძირითადად, გამოიყენება ექსპერიმენტალური ღვინოების საწარმოებლად. კარგი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, კონკრეტული ვაზის გაშენება იმ მიზნით არის განპირობებული, რომ მეტი მოცულობის ღვინის წარმოება და წარმოებაში ჩაშვება გახდეს შესაძლებელი.
ხარისხიანი ღვინის მიღება იწყება ნიადაგის სათანადო მოვლიდან. ვენახში ნიადაგი მდიდრედება მხოლოდ ორგანული სასუქებით. თავიდანვე ვენახი ისე ისხვლება, რომ რქა მცირე რაოდენობით რჩება და, შესაბამისად, კვირტის შეზღუდული რაოდენობა ყურძნის უკეთესს ხარისხს იძლევა. ეს პროცესი ზომიერი მოსავლის მოწევის საწინდარი და, თავის მხრივ, მაღალი ხარისის ღვინის დაყენების პირველი საფეხურია.

რთველი, ძირითადად, დამოკიდებულია ნალექების რაოდენობასა და კლიმატურ პირობებზე, ვენახის ასაკსა და ყურძნის ჯიშებზე, რომელთა ფიზიოლოგიური სიმწიფე სხვადასხვა დროს დგება.

როდესაც ყურძნის მარცვალში შაქრიანობის მაჩვენებელი მიაღწევს საჭირო ნორმას და კლერტიც სიმწიფის სტადიაში შევა იწყება ყურძნის კრეფა. ყურძენი იკრიფება ხელით, შერჩევითი მეთოდით. მტევნები თავსდება ჯერ მოწნულ კალათებში, ხოლო შემდეგ ხის ყუთებით ხდება მათი ტრანსპორტირება საწარმომდე. წელიწადში იკრიფება და მუშავდება დაახლოვებით 55 ტონა ყურძენი.

ვენახების გაშენება ხდება საკუთარი საძირე და სანერგე მეურნეობის საშუალებით. არსებული ვაზის ჯიშები მოგროვებულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც დიდი სანერგე მეურნეობებიდან ასევე ცალკეული გლეხების ვენახებიდან.