მარანი

მარნის კომპლექსის პროექტირების სტადიაზე გათვალისწინებული იყო ადგილობრივი არქიტექტურის კულტურული და სამშენებლო ტრადიციები. სამშენებლო მასალად, ძირითადად, გამოყენებულია ძველებური აგური.



თავდაპირველად, აშენდა საცხოვრებელი სახლი მასზე მიდგუმული მარნით. შენობის პირველ სართულზე იყო სტუმრების მისაღები ბუხრიანი დარბაზი, სადეგუსტაციო ოთახი გამჭვირვალე კედლებით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო სათავსოები. აქვე განთავსებულია ნახევრად ღია ფარდული, რომელშიც თავმოყრილია ტრადიცული ყოფის აუთენთური ატრიბუტები: თონე, თუნუქის დიდი არყის სახდელი, ღია სამზარეული და საქეიფო სივრცე.
მარანი წარმოადგენს მიწისზედა ნაგებობას, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა პირობა ღვინის წარმოებისა და დავარგებისათვის. მარანში ჩაყრილია 22 კახური ქვევრი. თითოს ტევადობა დაახლოებით 2 ტონამდეა. აქვე არის ძველი ხის საწნახელი, ქვევრების მოვლის ტრადიციული მოწყობილობები, ძველებური თიხის ჭურჭელი და 225-300 ლიტრიანი მუხის კასრები.

დროთა განმავლობაში, დამატებითი საწარმოსა და სტუმრების მისაღები სივრცეებიის შექმნის საჭიროება წარმოიშვა. 2018 წელს აშენდა თანამედროვე ტიპის ახალი საწარმო და სასასწყობე ნაგებობა, რომელიც აღიჭურვა იტალიური ჩამოსასხმელი ხაზით და სხვა საჭირო დანადგარებით. ამჟამად, აქვე ხდება ღვინის ჩამოსხმა და დასაწყობება.

თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის მიუხედავად, ეტიკეტები ხელით იწერება და ხელითვე ეკრობა ბოთლებს. აქვე ხდება ბოთლების დალუქვა ცვილით (სურგუჩი). ყოველი ბოთლი გადის ეტაპობრივ ვიზუალურ დათვალიერებას და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება საწყობში.
2019 წ. საწარმოს დაემატა შენობა, რომელსაც აქვს მიწისქვეშა მარანი და პირველ სართული დიდი დარბაზი პანორამული ხედებით. მეორე სართული - გაზრდილი ოჯახის საცხოვრებელი ოთახებია.

ახალი მარანი, მიწის დონიდან სიღრმეში 3 მეტრით არის ჩაღრმავებული. აქ ჩაყრილია 23 ქვევრი, რომელთაგან 10 კახურია, ხოლო 13 იმერული. ქვევრების ასეთი გადანაწილება თავისებურ ექსპერიმენტს წარმოადგენს ღვინის ტექნოლოგიაზე დაკვრივებისა და შესწავლისათვის. იგივე მიზანს ემსახურებიან კავკასიური და ფრანგული მუხისაგან დამზადებული კასრები, რომლებსაც იყენებენ როგორც ღვინის ფერმენტაციისათვის ასევე, დასავარგებლად.