პროდუქცია / წითელი ღვინო

სპეციალური ჩამოსხმა

თავკვერი - მონტეპულჩიანო

თავკვერი 50% - მონტეპულჩიანო 50%

2019

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

ბროწეულის ფერი, არომატზე ძლიერი კენკროვანი ხილის ტონები. ხანგრძლივი და გამყოლი გემო.

ტექნოლოგია:

ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. მუხის კასრში 3 თვის ( ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

ვენახი

2002 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.