პროდუქცია / ქარვისფერი ღვინო

სპეციალური ჩამოსხმა

რქაწითელი

2014

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

ქარვისფერი, კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე შემოდგომის ყვავილების და პურის თავთავისსურნელი. გემო ძლიერი გაჯერებული მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი.

ტექნოლოგია:

ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 7 თვიანი მაცერაციით. შემდეგ დავარგებულია კავკასიურ მუხის კასრში 3თვით( ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

ვენახი

1980 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.